ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ბათუმში, ბავშვთა საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე. მსუბუქი ავტომობილი ქვეითად მოსიარულე ცოლ-ქმარს დაეჯახა. კაცი რეფერალურ საავადყოფოში, ქალი კი ბათუმის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. მას მსუბუქი დაზიანება აქვს მიღებული.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლით დაიწყო, რაც ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანრთელობის დაზიანება გამოიწვია.