ავტოავარია ბათუმში, დაშავდა ორი მცირეწლოვანი, ერთი ქალი და კაცი. შემთხვევა აღმაშენებლის ქუჩაზე ცოტა ხნის წინ მოხდა. დაშავებული ქალი ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, არასრულწლოვნები კი დედათა და ბავშვთა ცენტრში მოათავსეს.
მედიკოსების ინფორმაციით მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მომხდარზე 276-ე მუხლით დაიწყო გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომელიც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.