ხელისუფლება ნარკოდამოკიდებულების შესამცირებლად მუშაობას იწყებს

09 აგვისტო 2018, 00:00 1651 ნახვა

ახალი სამართლებრივი რეალობა და სწრაფი რეაგირების საჭიროება - საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფო უწყებებს შესაბამისი პროექტების მომზადება დაავალა, რომლითაც ლეგალიზებული მარიხუანის შემდგომი რეგულაციები და სამართლებრივი ჩარჩოები უნდა შემუშავდეს. პრევენციისა და რეაბილიტაცია -მკურნალობისთვის, ასევე ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვის მიზნით დავალებები მიიღეს შინაგან საქმეთა და ჯანდაცვის მინისტრებმა.

პარლამენტი საკითხზე მსჯელობას საშემოდგომო სესიაზე დაიწყებს. ცნობილია რომ იგეგმება ასაკის შეზღუდვა და თამბაქოს მსგავსად მოსაწევი ადგილების განსაზღვრა. კანაფის მოწევა ლეგალური მას შემდეგ გახდა რაც საკონსტიტუციო სასამართლომ ადმინისტრაციული სასჯელი გააუქმა. გადაწყვეტილება არ ეხება და არ გულისხმობს გაყიდვას და მოყვანას. რეალიზაცია - კულტივაცია კვლავ დასჯადია. 

ამავე კატეგორიაში