ჭაღალიძეების სოციალურად დაუცველი ოჯახი დახმარებას ითხოვს. 7 წევრიანი ოჯახი მესხის ქუჩაზე ენერგო პრო ჯორჯიას კუთვნილ შენობაში ცხოვრობს, რომელსაც ძლიერმა ქარმა 5 თვის წინ სახურავი დაუზიანა.
ისინი პრობლემის მოგვარებას მერიას სთხოვენ, სადაც აცხადებენ, რომ კერძო საკუთრების გამო მათ დახმარების უფლება არ აქვთ, თუმცა მრავალსულიანი ბინების გადახურვის პროგრამის ფარგლებში ოჯახს მეორად სახურავს გადასცემენ.