აკადემიური წრეების წარმომადგენლების შემდეგ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შერჩევის მიზნით პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გაიმართა.
ორგანიზაცია "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის თავმჯდომარის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე შერჩეული კანდიდატი გარდა კანონის მოთხოვნებისა, უნდა აკმაყოფილებდეს ისეთ კრიტერიუმებსაც, რომელიც საქმიან რეპუტაციასთან არის დაკავშირებული.
გიორგი მშვენიერაძის ინფორმაციით, არასამთავრობო სექტორსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის შეხვედრა კიდევ ერთხელ გაიმართება, სადაც უკვე სახელებსა და გვარებზე იქნება საუბარი.