„მეჩეთის მშენებლობის საკითხზე რეფერენდუმი არ უნდა ჩატარდეს“

07 აგვისტო 2018, 00:00 2389 ნახვა

„არ შეიძლება რეფერენდუმის მოწყობა ისეთ საკითხზე, რომელიც ითვალისწინებს ადამიანის ძირითადი კონსტიტუციური უფლების შეზღუდვას, ამასთან  არ შეიძლება რეფერენდუმის მოწყობა კანონის მისაღებად ან გასაუქმებლად“ - ეს არის ამონარიდი საქართველოს კონსტიტუციიდან. რეფერენდუმი და გამოკითხვა ახსენა გუშინ დეკანოზმა დავით ისაკაძემ.

მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლის თქმით ამ გზით უნდა გადაწყდეს უნდა თუ არა ხალხს ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობა. ერთი კვირის წინ ასევე რეფერენდუმი ახსენეს სასულიერო პირებმა მარიხუანის ლეგალიზების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი