მანამდე კი საქართველოს პრეზიდენტი სლოვენიის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს მიტო ცერარს შეხვდა. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურში აცხადებენ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობისა და განვითარების მიზნით, შეხვედრისას მხარეებმა სხვადასხვა სამინისტროს შორის თანამშრომლობისა და სლოვენიის გამოცდილების გაზიარებასთან დაკავშირებით დაინტერესება გამოთქვეს. ასევე, ხაზი გაესვა მზადყოფნას, სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებისათვის.