წერეთლის ქუჩის რეაბილიტაცია

19 ივლისი 2016, 00:00 4304 ნახვა

მოგვიანებით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ქალაქის მერთან ერთად წერეთლის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა. გიორგი ერმაკოვმა ზურაბ პატარაძეს აღნიშნული ტერიტორიის პროექტი გააცნო, რომლის მიხედვითაც წერეთლის ქუჩაზე ბორდიულების, ტროტუარების, სანიაღვრე არხებისა და ასფალტის საფარის გაკეთება იგეგმება. მთავრობის თავმჯდომარე მოსახლეობას დაპირდა, რომ სამუშაოები დაჩქარებული ტემპით გაგრძელდება და გარემოვაჭრეებისთვის თანამედროვე სავაჭრო ობიექტების განთავსებაზეც იმსჯელებენ. გიორგი ერმაკოვის თქმით, წერეთლის ქუჩის რეაბილიტაცია სექტემბრის ბოლოსთვის დასრულდება.

ლაშა ველიაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი