დავალებები მინისტრებს

19 ივლისი 2016, 00:00 3720 ნახვა

პირველი დავალებები მინისტრებმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარისგან უკვე მიიღეს. ზურაბ პატარაძე მათგან და მათი უწყებების თანამშრომლებისგან სწრაფ და ეფექტურ მუშაობას მოითხოვს. რეგიონის პირველი პირის განმარტებით მათ გუნდს მაღალი პასუხისმგებლობა და მცირე დრო აქვთ რეგიონში უკვე დაგეგმილი და ახალი პროექტების განსახორციელებლად. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით ახალი გუნდი მან პროფოსიონალი კადრებით დააკომპლექტა და იმედი აქვს, რომ განახლებული მთავრობა არსებულ პასუხისმგებლობას გაამართლებს. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში