"მზე ჩავიდა ბატონებო" - პრემიერა თოჯინების თეატრში

19 ივლისი 2016, 00:00 3098 ნახვა

"მზე ჩავიდა ბატონებო"- ასე ჰქვია სპექტაკლს, რომელიც ანტონ ჩეხოვის პიესის ,,ალუბლის ბაღის ადაპტირებული ვერსიისთვის შეიქმნა. პრემიერა ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრში შედგა, ასევე გაიხსნა ექსპერიმენტალური სივრცე - თეატრალური სარდაფი. პიესაში მოქმედება თანამედროვე პერიოდში ვითარდება. იგი ქალაქ ტარტუს თეატრ "ზეროს" სამხატვრო ხელმძღვანელმა კალევ კუდუამ დადგა. პროექტი ბათუმის მერიის პროგრამის "კულტურის სფეროში თავისუფალი ინიციატივების მხარდაჭერა" ფარგლებში განხორციელდა.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში