ხვალ ბეშუმში “შუამთობას” აღნიშნავენ

04 აგვისტო 2018, 00:00 2205 ნახვა

აგვისტოს პირველ შაბათ-კვირას აჭარის მაღალმთიანეთში ტრადიციული სახალხო ზეიმია, აქ “შუამთობისთვის” ემზადებიან.  საუკუნეებია დღესასწაული მთაში ყოფნის შუა პერიოდს ემთხვევა და ამიტომაც ეწოდება მას “შუამთობა” სტუმრებს ადგილობრივი კერძების დაგემოვნებისა და ხალხური რეწვის ნიმუშების ხილვის შესაძლებლობა ექნებათ.

დაგეგმილია სპორტული შეჯიბრებები და კონცერტი, ვიზიტორების განწყობაზე მოწვეული და ადგილობრივი ანსამბლები იზრუნებენ. ხვალ მემთეურებსა და ვიზიტორებს სახალხო დღესასწაულს ოფიციალური პირებიც მიულოცავენ.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი