“სასწრაფო სამედიცინო დახმარება სიცოცხლის გადასარჩენად”- საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა დღეს უმაღლეს საბჭოში. პირველადი ჯანდაცვის წარმომადგენლებს და სოფლის ექიმებს საკუთარი გამოცდილება “ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის - ''ბაუს” პროფესორმა ისმეთ დინდარმა და თურქეთიდან მოწვეულმა მედიკოსებმა გაუზიარეს.
კონფერენციის ფარგლებში საუბარი შეეხო კარდიოლოგიას, კარდიოქირურგიას, ნევროლოგიას და ქირურგიას. როგორც უმაღლეს საბჭოში აცხადებენ, სამომავლოდ მსგავსი თანამშრომლობა გაგრძელდება და სავარაუდოდ მედიკოსებს ადგილობრივი ექიმების გადასამზადებლად პოლონეთიდანაც ჩამოიყვანენ.