აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ძეგლების სამ განზომილებიანი საინფორმაციო ბაზის შექმნას იწყებს. დღეს პირველი ნიმუში წარადგინეს-ძველი ბათუმის ტერიტორიაზე არსებული შენობის, რომლის კადრებსაც ფილმი “მონანიება” ინახავს.
სააგენტოს ხელმძღვანელის განმარტებით მსგავსი გრაფიკული ბაზის შექმნის მთავარი მიზანი ისტორიული შენობების რეალურთან ერთად ვირტუალურად შენახვაცაა. პრეზენტაციას ხელოვნებათმცოდნეები, არქიტექტორები და საჯარო უწყების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო 3 განზომილებიანი გრაფიკის შექმნას იმ აპარატურის დახმარებით გეგმავს, რომელსაც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო შეიძენს.
დაიხარჯება 60 ათას ევრო, უწყების წარმომადგენლის განმარტებით, აპარატს ექნება სკანერიც, რაც სწორედ მსგავსი გრაფიკული ნიმუშების შექმნაში დაეხმარება, როგორც სამინისტროს სპეციალურ ლაბორატორიას ასევე სააგენტოს. ნუგზარ ძნელაძის თქმით, სამინისტროს მომსახურების შეძენა უფრო ძვირი დაუჯდებოდა ვიდრე აპარატის, ვინაიდან როგოც ამბობს აღნიშნული სერვისები არ არის ხელმისაწვდომი.