სპორტული მოედნის მშენებლობა ქობულეთში - ბრალდება კორუფციულ გარიგებაზე და არგუმენტები

01 აგვისტო 2018, 00:00 2575 ნახვა

ნაციონალური მოძრაობა კორუფციულ გარიგებაზე და საბიუჯეტო თანხების შესაძლო მითვისებაზე საუბრობს. რეზო ხარაზი ირწმუნება, რომ ქობულეთის ყოფილმა გამგებელმა სულხან ევგენიძემ, რომელიც ახლა ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელია ელექტრონული ტენდერი ქობულეთში ფიჭვნარის ტურისტულ ზონაში ორი სპორტული მოედნის მშენებლობის შესახებ გამოაცხადა, 2016 წლის  6 იანვარს ხელშეკრულება გაფორმდა ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან, აღნიშნული კომპანიის შეთავაზებული სამუშაოების შესრულების ღირებულებამ ნახევარ მილიონ ლარამდე შეადგინა .

მიღება-ჩაბარების 10 თვის შემდეგ გაფორმდა, რომლის მიხედვითაც კომპანიამ სრულად აითვისა თანხა, თუმცა სამხარაულის  ექსპერტიზის დასკვნის მიუხედავად  ოპოზიციის ვარაუდით, სამუშაოები არ შესრულებულა.

ნაციონალური მოძრაობა მოუწოდებს, საქართველოს პროკურატურას, ფინანსურ პოლიციას საქმე დროულად შეისწავლონ და დამნაშავეები დაისაჯონ, ასევე მიმართავს ბათუმის მერს, თანამდებობიდან გადააყენოს სულხან ევგენიძე.

რეზო ხარაზის განცხადებას ქობულეთის ყოფილი მერი აბსურდულს უწოდებს, სულხან ევგენიძის განცხადებით, ორივე სპორტული მოედანი სრულყოფილ მდგომარეობაში ჩაიბარა. მისივე განმარტებით, მოედნის ერთი ნაწილი, სადაც საშხაპეები იყო განთავსებული, მოგვიანებით  გაქურდეს. ფაქტის გამოსაძიებლად პოლიციას წერილობით მიმართეს.

 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი