მერია სამარშრუტო ტაქსების ტექნიკურ შემოწმებას იწყებს

01 აგვისტო 2018, 00:00 2924 ნახვა

ბათუმის მერიის მიერ სამარშუტო ტაქსის მძღოლებისთვის მიცემული ერთთვიანი ვადა, რომელიც სამარშრუტო ავტომობილების სტანდარტის შესაბამისად გამართვას ითვალისწინებდა, დღეს იწურება.

ამიერიდან, ქალაქის მერია ბათუმის ქუჩებში მომუშავე სამარშრუტო ტაქსებს ტექნიკურ დათვალიერებას დაიწყებს და ქულებს მიანიჭებს. ამ ქულების მიხედვით გადაწყდება, იმოძრავებს თუ არა კონკრეტული ავტომანქანა ბათუმის ტერიტორიაზე. 

მერიის გადაწყვეტილებით, ქალაქში მხოლოდ ის მიკროავტობუსები დარჩებიან, რომლებიც სტანდარტებს დააკმაყოფილებენ. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი