ავიაკატასტროფის დროს ბორტზე მყოფი 101-ვე მგზავრი გადარჩა

01 აგვისტო 2018, 00:00 1833 ნახვა

ტელეკომპანია BBC-ის ინფორმაციით, მექსიკაში, ქალაქ დურანგოში თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა, თუმცა ბორტზე მყოფი 101-ვე ადამიანი გადარჩა. 

ოფიციალური ინფორმაციით, თვითმფრინავმა, რომელიც გვადელუპას საერთაშორისო აეროპორტიდან მეხიკო სიტიში მიფრინავდა, აფრენიდან რამდენიმე წუთში ავარიული დაშვება დაიწყო, ორივე მოტორი გაეთიშა და ჩამოვარდა. 

პილოტებმა შეძლეს თვითმფრინავის დასმა, მაგრამ მას შემდეგ, რაც 97 მგზავრმა და ეკიპაჟის წევრებმა დატოვეს ბორტი, კონსტრუქციას ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვა. 

ავიაკატასტროფის შედეგად 85 მოქალაქეა დაშავებული, აქედან 37-ის საავდმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო. ორი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება, მათ შორის ერთ-ერთი პილოტია. 

აეროპორტის წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ წინასწარი მონაცემებით, თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი ძლიერი ქარი გახდა.

დურანგოს მცხოვრებლები ყვებიან, რომ თავდაპირველად ძლიერი ხმაური გაიგონეს, შემდეგ კი დაინახეს თუ როგორ დაეშვა თვითმფრინავიო ავარიულად, მოგვიანებით მას ცეცხლი გაუჩნდა.

მეხიკოს საერთაშორისო აეროპორტი  დროებით დაიხურა.

 

ფოტო: PROTCCION CIVIL DURANGO 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი