ენმ აჭარის მთავრობას ბიძინა ივანიშვილის ხეების გადასატანად სამთავრობო ბიუჯეტიდან თანხების ხარჯვაში ადანაშაულებს

31 ივლისი 2018, 00:00 1990 ნახვა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" აჭარის მთავრობას ბიძინა ივანიშვილის ხეების გადასატანად სამთავრობო ბიუჯეტიდან თანხების ხარჯვაში ადანაშაულებს. ელგუჯა ბაგრატიონის განცხადებით, ალამბარი-ზენითის, ცეცხლაური-ლაითურისა და მწვანე კონცხის გზა სწორედ დენდროლოგიურ პარკში ხეების გადატანის პროცესის გასამარტივებლად დაიგო.

ოპოზიციის წარმომადგენლებმა საკითხის მოსაკვლევად პროკურატურას ერთი თვის წინ მიმართეს, თუმცა აცხადებენ, რომ საკითხზე გამოხმაურება ამ დრომდე არ ყოფილა. საგზაო დეპარტამენტში ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებენ და აცხადებენ, რომ გზების რეაბილიტაცია მოსახლეობის მოთხოვნის შესაბამისად დაიგეგმა. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი