„საქართველო, როგორც საუკეთესო კინოლოკაცია“- ბეშუმმა კინოფესტივალს უმასპინძლა. კინოს ჩვენება ბეშუმში მიტოვებული კინოთეატრის კედელზე, ღია ცის ქვეშ გაიმართა. დასკვნით დღეს რუმინელი რეჟისორის, ალექსანდრე ბელკის ფილმი „კინო ჩემი სიყვარული“ აჩვენეს.
პროექტ Cine Doc-ის ფარგლებში ექვსი კინოჩვენება მოეწყო. ფესტივალის მხარდაჭერი შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო იყო. საქართველო დოკუმენტური ფილმების ფესტივალს მერვედ ატარებს. ბეშუმამდე ფილმები აჩვენეს ბათუმსა და ქედაში. საღამოს ბენდი დოუბლე ვისიონ აფორმებდა.