აჭარის მთავრობის სახლთან მოქალაქემ ხეზე ხელი მიიჭედა

27 ივლისი 2018, 00:00 5555 ნახვა

პროტესტის ნიშნად, მოქალაქე ვასილ ტაკიძემ აჭარის მთავრობის სახლთან  ხეზე ხელი მიიჭედა. მოქალაქე ამბობს, რომ ამ ფორმით ზღვის სანაპიროზე საფრენი საშუალება "დელტაპლანის" გამოყენების აკრძალვა გააპროტესტა.

ვასილ ტაკიძის ინფორმაციით, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქაერონავიგაციამ“ მას მუშაობა აუკრძალა. 

„ბათუმის სანაპირო ზოლში დელტაპლანით ფრენა საჰაერო ნავიგაციამ ამიკრძალა“,- ამბობს  ვასილ ტაკიძე. მისივე მტკიცებით,  ის ამ საქმიანობით უკვე სამი წელია დაკავებული და ბიზნესის საწარმოებლად ბანკიდან დიდი ოდენობით სესხი  აქვს გამოტანილი.  

მოქალაქე მთავრობას სთხოვს, რომ ხელი შეუწყოს ტურიზმის სფეროში მომუშავე პირებს და საქმეზე დროულ რეაგირება მოახდინოს.

ადგილზე სასწრაფოსა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებია მობილიზებული.

 

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი