საკრებულოს სხდომა გაიმართა ქედაშიც. დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის პროგრამაში ცვლილების შეტანას. იმსჯელეს გულები-ხუნკუდა-ხარაულას წყლის მომარაგების საკითხზეც. ოპოზიციამ სატელევიზიო კომენტარი არ გააკეთა, თუმცა სხდომაზე “ქართული ოცნების“ დეპუტატებს ვითარების შესწავლა ურჩია. საკრებულოს თავმჯდომარე სოფლებში წყლის მიწოდების პრობლემას არ ადასტურებს.