ბათუმის მუსიკალურ ცენტრში, 12 სექტემბრიდან თითქმის ყოველ მეორე დღეს საინტერესო მუსიკალური საღამოები გელოდებათ. თუ თქვენ ჯერ არ გაქვთ დაგეგმილი თქვენი დასვენების დღეები სად გაატაროთ, გაეცანით კალენდარს.
მუსიკალური ცენტრის აფიშა ასე გამოიყურება:
27 ივლისი – რუჯერო ლეონკავალოს ოპერა "ჯამბაზები". საპრემიერო ჩვენებაზე საშუალება გექნებათ გამოჩენილი ლიტველი ტენორი ქრისტიან ბენედიქტს მოუსმინოთ, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ცნობილი ტენორია.
28 ივლისს – ევროპის უძველესი სამოყვარულო ორკესტრი, დაარსებიდან 140 წლის საიუბილეო თარიღს ბათუმში აღნიშნავს. 100 ჰოლანდიელი სტუდენტისაგან შემდგარი სველინკ ორკესტრი ვაგნერის ნაწარმოებს „ნიბელუნგების ბეჭედი - სიტყვების გარეშე" დაუკრავს.
29 ივლისი – მუსიკის საერთაშორისო საზაფხულო აკადემიის გალა კონცერტია დაგეგმილი.
30 ივლისი – ზაზა მარჯანიშვილი "თაბაშირის იუდა".
31 ივლისი – "უკვდავი ქართული ჰანგები ზვიად ბოლქვაძესთან და აფხაზეთის კაპელასთან ერთად"
4 აგვისტო – "გურჯი ხათუნი"
18, 19 აგვისტო – ბუბა კიკაბიძის საიუბილეო საღამო
2–12 სექტემბერი – "Batumi Music Fest"
ბილეთების შეძენა ელექტრონულად https://biletebi.ge/ შეგიძლიათ, ასევე ბილეთები ბათუმის ხელოვნების ცენტრის სალაროებში იყიდება - ტელ: 599 090 486