ადვოკატი  დეკანოზ  გიორგი მამალაძეს შეხვდა

26 ივლისი 2018, 00:00 1661 ნახვა

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი აცხადებს, რომ  თუ საქართველოს კათოლოკოს პატრიარქის გარკვეული გარემოცვა, დაკავებულ სასულიერო პირს   პატრიარქთან შეხვედრის შესაძლებლობას მისცემს, პატრიარქის მხარდაჭერა დეკანოზის მიმართ კიდევ უფრო გაძლიერდება. გიორგი ფანცულაიას თქმით, უწმინდესთან შეხვედრას დეკანოზი გიორგი მამალაძე დაკავების დღიდან ითხოვს.

რაც შეეხება დაკავებულ დეკანოზთან მეუფეების გუშინდელ შეხვედრას, ადვოკატის თქმით, მისთვის ამ ეტაპზე უცნობია, თუ რაზე ისაუბრეს მათ გუშინდელ შეხვედრაზე და აღნიშნულზე საპატიმროში დეკანოზის მონახულების შემდეგ ისაუბრებს. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი