ქობულეთის სოფლებში ფაროსანას ებრძვიან

25 ივლისი 2018, 00:00 1548 ნახვა

აზიური ფაროსანა გააქტიურდა ქობულეთში. ბოლო პერიოდში მუნიციპალიტეტში განსაკუთრებით შეინიშნება მავნებლის სიმრავლე, თუმცა როგორც საკოორდინაციო შტაბში ამბობენ გასულ წელთან შედარებით ვითარება არის გაუმჯობესებული.

მავნებელი აზიანებს, სხვადასხვა დაავადებით ნაწილობრივ ისედაც განადგურებულ თხილს, ასევე ბოსტნეულსა და ხე-ხილს. წამლობითი სამუშაოები სოფლებში გრძელდება, თუმცა კერძო ნაკვეთები მოქალაქეებმა თავად უნდა შეწამლონ. შტაბში მოქალაქეების მაქსიმალური ჩართულობის აუცილებლობასა და ერთობლივ ბრძოლაზე აკეთებენ აქცენტს.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში