რატომ გადადგა გიორგი კვირიკაშვილი და რა კითხვები დაუსვა მას ბიძინა ივანიშვილმა შეხვედრაზე, რომლის დასრულების შემდეგაც დეპუტატებმა თქვეს რომ საუბარი იყო ერთ-ერთ ანგარიშზე და არა საკადრო ცვლილებაზე.
ივანიშვილი კვირიკაშვილს კომუნიკაციას უწუნებს, ამბობს რომ ის ვეღარ მართავდა მთავრობას და გადაწყვეტილებების შეთანხმებას მხოლოდ ორ მინისტრთან ახერხებდა, ცნობისთვის სწორედ ეს ორი მინისტრი იყო რამდენიმე დღის წინ დაკითხვაზე პროკურატურაში. ივანიშვილმა ისაუბრა ახალ პრემიერზეც, თქვა რომ ბახტაძის შერჩევაში თავად მონაწილეობდა. თქვა ისიც რომ კვირიკაშვილის წასვლის დროს დაფიქსირებული ეკონომიკური ზრდა მამუკა ბახტაძის დამსახურება იყო.