საკადრო ცვლილებები აჭარის მთავრობაში

25 ივლისი 2018, 00:00 2252 ნახვა

საკადრო ცვლილებები აჭარის მთავრობაში - კვირის ბოლომდე გახდება ცნობილი საბოლოოდ ვინ ინარჩუნებს თანამდებობას მთავრობასა და მის დაქვემდებარებულ სტრუქტურებში, მანამდე კი მოგიყვებით იმის შესახებ რაც უკვე ცნობილია – თანამდებობა დატოვა ბულვარის ადმინისტრაციის უფროსმა ეთერ მაჭუტაძემ, პოზიცია კონკურსს ექვემდებარება.

საკონკურსო არაა, შესაბამისად უკვე დანიშნეს ტურიზმის დეპარტამენტის უფროსად ის ვინც აქამდეც ხელმძღვანელობდა უწყებას, ასევე დანიშნულია გარემოს დაცვის სამმართველოს უფროსიც. ხვალ ან ზეგ გამოსცემს სავარაუდოდ მთავრობის თავმჯდომარე ბრძანებებს სხვა საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელი პირების დანიშვნის თაობაზე. დეპარტამენტებსა და სამმართველოებს ამ იურიდიული სტატუსით უფროსები დაახლოებით 6 თვე ეყოლებათ, მორიგი რეორგანიზაცია კი მას შემდეგ დაიწყება, რაც უწყებები სამინისტროებთან გაერთიანდება. 

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი