ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე დაზიანებული ფილების აღდგენა დაიწყო. 500 კვადრატული მეტრი ფართობი ჯგუფ ,,მარუნ ფაიფის” კონცერტის დროს დაზიანდა. ფილების აღდგენისთვის თანხა ბულვარის ადმინისტრაციამ გამოყო, სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ასრულებს. სამუშოების პროცესს დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გაეცნო. ზურაბ პატარაძის განცხადებით, ბულვარი რეგიონის სავიზიტო ბარათია.