ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ ხაჭაპურიძე-მიქაუტაძის საქმეზე განაჩენი გამოაცხადა. თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის, გიორგი მიქაუტაძის მუქარის ბრალდებით თამარ ხაჭაპურიძეს და მის მეუღლეს, კახაბერ ხაჩიძეს მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილმა ბრალდება გადაუკვალიფიცირა და 239 მუხლით შეუცვალა, რაც ხულიგნობას გულისხმობს. შესაბამისად ბრალდებულებს 7-დან 10 წლამდე პატიმრობის ნაცვლად 3 ათასი და 2500 ლარიანი ჯარიმა შეეფარდათ.
გადაწყვეტილების გამო უკმაყოფილება გამოთქვა როგორც დაცვის, ისე ბრალდების მხარემ. ადვოკატების განცხადებით, ისინი გამამართლებელი განაჩენისთვის ბძოლას გააგრძელებენ. განაჩენს სავარაუდოდ პროკურორატურაც გაასაჩივრებს.