არალეგიტიმურს უწოდებენ საქართველოს საგარეო უწყებაში, ოკუპირებულ ცხინვალსა და სირიას შორის დიპლომატიურ ურთიერთობებზე შეთანხმებას. ოკუპირებულმა ცხინვალმა სირიასთან „დიპლომატიური“ ურთიერთობა დაამყარა. სააგენტო "სანა"-ს ინფორმაციით მოლაპარაკებების დროს დიმიტრი მედოევმა და ვალიდ მუალემმა სხვადასხვა სფეროებში ორმხრივი ურთიერთობების დაწყების შესახებ იმსჯელეს.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა სირიის ლიდერი ბაშარ ასადი ცხინვალში მიიწვია. 29 მაისს სირიამ ოკუპირებული აფხაზეთის და ე.წ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა.