საკრებულოს სხდომა იწყება ამ წუთებში ხულოშიც. დღევანდელ სხდომაზე ცვლილებები უნდა შევიდეს ბიუჯეტში. უკიდურესად გაჭირვებული ოჯახებისთვის საცხოვრებელი სახლების შესაძენად ბიუჯეტიდან 40 ათასი ლარი გამოიყოფა, 8 ათასი ლარი გამოიყოფა, წარმატებული სპორტსმენების და მწვრთნელების დასაჯილდოვებლად, დღევანდელ სხდომაზე ასევე იმსჯელებენ სოფლის მხარდაჭერის პროგრამებზე. დღის წესრიგის მიხედვით 5 საკითხის განხილვაა დაგეგმილი.