რუსეთის პროკურატურის წერილი არჩილ ტატუნაშვილს ოჯახს

21 ივლისი 2018, 00:00 1424 ნახვა

ცხინვალში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ოჯახმა და ადვოკატებმა რუსეთის გენერალური პროკურატურისგან წერილი მიიღეს სადაც აღნიშნულია, რომ სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა და რუსეთი არ ერევა, მათ საქმიანობაში.

“წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრ ემპათიას” პრეზიდენტის მარიამ ჯიშკარიანის თქმით რუსეთის პროკურატურას მოთხოვნით საქმის ადვოკატმა თამარ ავალიანმა მიმართა, მათ აინტერესებდათ დაიწყო თუ არა გამოძიება საქმეზე, როცა აღნიშნულ ტერიტორიაზე კონტროლს რუსეთის ფედერაცია აკონტროლებს. ცენტრი “ემპათია” სარჩელის შეტანას ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გეგმავს.

ამავე კატეგორიაში