ბათუმის შაჰინის სახელობის მეგობრობის ლიცეუმში, ბავშვების ტერორისტული იდეოლოგიით აღზრდასთან დაკავშირებით განცხადება თურქეთის გენერალურმა კონსულმა ბათუმში გუშინ გააკეთა. მან ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. იასინ თემიზქანმა მშობლებს მოუწოდა, ბავშვები აღნიშნულ სასწავლო დაწესებულებას მოარიდონ. კონსულის ინფორმაციით, სკოლა, ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციის საგანმანათლებლო დაწესებულებების ქსელის ნაწილია.