ბათუმის ხელოვნების მუზეუმის საგამოფენო გალერეაში ირანელი ხელოვანის ფატიმე რაჰბარის ნახატები გამოიფინა. ტილოზე აკრილით შესრულებული პორტრეტები და ბათუმის ხედებია აღბეჭდილი, როგორც მხატვარი ამბობს, ბათუმში ჩამოსვლის შემდეგ შთაბეჭდილებების გადატანა ტილოზე ფოტოების გადაღების შემდეგ გადაწყვიტა. ფერადი კოლექციის ნახვა ხუთი დღის განმავლობაშია შესაძლებელი.