Fugees​-ის ყოფილი წევრი ბათუმში

20 ივლისი 2018, 00:00 2536 ნახვა

ჯგუფ „ფიუჯისის“ ყოფილი წევრი და მუსიკალური პროდიუსერი უაიკლეფ ჟანი კონცერტს ხვალ, 21 ივლისს გამართავს. წარმოშობით ჰაიტელი მუსიკოსი, ცნობილი ჰიტების შესრულებას ჯაზ ფესტივალის ფარგლებში გეგმავს.

კონცერტამდე მან მედიასთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ  მუსიკალური ჯგუფის „ფიუჯისის“ შემდეგ იყო მის კარიერაში  უიტნი ჰიუსტონი, კარლოს სანტანა, შაკირა და სხვები.

ჟანის თქმით, მას ვარსკვლავების შექმნა უყვარს და იმიტომ იყო პარალელურად პროდიუსერიც. ხვალინდელ შოუზე ვარსკვლავმა აღნიშნა, რომ ეს მსმენელისთვის იქნება დროში მოგზაურობა. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში