ერევანში პოლიციის სამმართველოში მძევლების გასათავისუფლებლად სპეცოპერაცია მიმდინარეობს. ხელისუფლებამ უახლოეს შენობებზე სნაიპერები განათავსა, გადაკეტილია განყოფილებასთან მისასვლელი გზები. ეროვნული უსაფრთხოების საბჭომ თავდასხმის დროს სამართალდამცველის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა. ,,როსბალტის" ცნობით, ოპოზიციონერმა აქტივისტებმა მძევლად 8 ადამიანი აიყვანეს, მათ შორის ოფიცრები. პოლკოვნიკი ვალერი ოსიპიანი და პოლიციის უფროსის მოადგილე ვარდან ეგიაზარიანი. სამართალდამცველთა ცნობით, სიტუაციის კონტროლისთვის ყველა აუცილებელ ზომას მიმართავენ. ამ დროისთვის ორი მძევალია გათავისუფლებული. ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების სამსახური კი მხოლოდ ოფიციალური წყაროების მიერ მიწოდებული ინფორმაციის გავრცელებას მოითხოვს და აცხადებს, რომ სხვა სახის ინფორმაცია ადამიანების სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს. პოლიციის განყოფილებაზე თავდამსხმელებმა ჟურნალისტებთან შეხვედრა მოითხოვეს, რაზეც სამართალდამცველებისგან უარი მიიღეს. ,,პანარმენიას" ცნობით, დაშავებულია ორი თავდამსხმელი. სროლის დროს დაიჭრა ორი პოლიციელიც. გავრცელებული ინფორმაციით, შეიარაღებულმა ჯგუფმა თავდასხმა ერებუნის რაიონში განახორციელა. მათ Kჟირაია სევილიანის გათავისუფლება მოითხოვეს, რომელიც მხარდამჭერებთან ერთად სტრატეგიული შენობების დაკავებას გეგმავდა.