კურორტ ბეშუმში მთავარი პრობლემა კვლავ ელექტროენერგიის გადასახადია, რომელიც არა მრიცხველის მიხედვით, არამედ სტანდარტული ტარიფით ითვლება. ასევე პრობლემაა მისასვლელი გზა, რომლის კეთილმოწყობასაც მთავრობა წლებია პირდება მოსახლეობას, თუმცა ამ დრომდე უშედეგოდ.
ბოლო ინფორმაციით ბათუმი-ახალციხის გზის ნაწილის კეთილმოწყობა ალაგ-ალაგ დაწყებულია, ძირითადი დაზიანებული მონაკვეთის მოასფალტების დაწყების თარიღი კი კვლავ უცნობია.
რაც შეეხება გოდერძი-ბეშუმის მონაკვეთს, ამ შემთხვევაში სამუშაოები უკვე მიმდინარეობს და ადგილობრივი ხელისუფლება ირწმუნება რომ ტურისტული სეზონის გახსნას ვერა, თუმცა შუამთობის დღესასწაულის აღნიშვნამდე დასრულდება.