დღეს ბათუმში აჭარის რეგიონის მედიის წარმომადგენლებისთვის ტრენინგი ჩატარდა, მიზანი მიგრაციასთან დაკავშირებული თემების გაშუქებაა. ჟურნალისტებმა მოისმინეს თუ როგორია საერთაშორისო სტანდარტი, შრომითი მიგრაციის, ადამიანით ვაჭრობის და ტრეფიკინგის თემების გაშუქებასთან დაკავშირებით. პროექტს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია, ევროკავშირის დაფინანსებით ახორციელებს.