რა შენდებოდა უკანონოდ პლაჟზე 

19 ივლისი 2018, 00:00 3323 ნახვა

ბათუმში, აკვაპარკის მიმდებარედ, პლაჟზე ბეტონის საყრდენები რამდენიმე დღის წინ ჩამოასხეს. 

აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებლის, ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე ერთ-ერთი მოქალაქე წერს, რომ სანაპიროზე ბუნგალო შენდება. ის მაკეტის ფოტოებსაც ავრცელებს.  

​''მოვიძიე პროექტის სურათები. არ შენდება არაფერი კეთდება ძალიან მაგარი დასასვენებელი კომპლექსი. ეს ბოძები ყოფილა წერტილოვანი საძირკველი იმისთვის რომ ბუნგალო იყოს უსაფრთხო და მყარად ჩადგმული რომელიც სეზონის ბოლოს იშლება'' - გვწერს მოქალაქე. 

ამ ეტაპზე მისთვის დამატებითი კითხვების დასმა ვერ მოვახერხეთ. 

ბათუმის მერიაში ირწმუნებიან, რომ არანაირი პროექტი უწყებაში არ შესულა. მშენებლობა უნებართვოა, რის გამოც ოქმიც შეადგინეს. 

მერიის ინფრასტრუქტურის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ირაკლი მოქიას ინფორმაციით, კომპანიას სამუშაოების შეწყვეტა და ტერიტორიის თავდაპირველ მდგომარეობაში მოყვანა დაევალა. წინააღმდეგ შემთხვევაში 3000 ლარით დაჯარიმდება.

სამუშაოებს შპს „ევროპარკი აწარმოებდა. 

თვითმმართველობაში არ გამორიცხავენ, რომ შესაძლოა საქმე სასამართლომდე მივიდეს. 

ტერიტორიაზე თხრილები უკვე ამოვსებულია, თუმცა რკინის კონსტრუქცია ისევ არის.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი