მერიაში არ იციან რა შენდება პლაჟზე

18 ივლისი 2018, 00:00 2789 ნახვა

ბათუმში, აკვაპარკის მიმდებარედ, პლაჟზე ბეტონის საყრდენები ისე დაისხა, რომ ამ ეტაპზე უცნობია ვინ აწარმოებს მშენებლობას და რის აგებას გეგმავენ პლაჟზე. 

ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ მშენებლობა უკანონოა. 

"პლაჟის ტერიტორია გუშინ ზედამხედველობის სამსახურმა შეამოწმა და ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოკვლევა ვინ ახორციელებს მშენებლობას. იწყება საქმის წარმოება უნებართვო მშენებლობასთან დაკავშირებით" - გვითხრეს ბათუმის მერიის პრესსამსახურში.

სანაპიროზე მშენებლობის ფოტო სოციალურ ქსელში გავრცელდა, ფოტოზე ჩანს, რომ უშუალოდ პლაჟზე, ბეტონის 4 საყრდენია დასხმული, ტერიტორიაზე არ არის გამოკრული არც მშენებლობის პროექტი და არც ინფორმაცია ვინ ახორციელებს მშენებლობას.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი