დაღუპული თანამშრომლების ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი გაიხსნა

17 ივლისი 2016, 00:00 2376 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში, 1991 წლიდან დღემდე საქართველოს ერთიანობისთვის და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული თანამშრომლების ხსოვნის პატივსაცემად მემორიალი გაიხსნა. ცერემონიას განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი, მისი მოადგილეები, საქართველოს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები და დაღუპული მებრძოლების ოჯახის წევრები დაესწრნენ. მათ მემორიალი გვირგვინით შეამკეს და დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს აღნიშნული სამხედრო ნაწილიდან გმირულად დაიღუპა 33 და უგზო-უკვლოდ დაიკარგა 6 თანამშრომელი. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი