გავრცელებული ინფორმაციით, ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით აჭარაში 10-მდე პირია დაკავებული.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ რეგიონში სპეცოპერაციის ნამდვილად მიმდინარეობს, თუმცა დეტალებზე ამ ეტაპზე არ საუბრობენ.
''შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლების მიერ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ტარდება ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები. შედეგების შესახებ დეტალურ ინფორმაციას საზოგადოებას, ოპერაციის დასრულების შემდეგ მივაწვდით“ - განაცხადეს შინაგან საქმეთა სამინისტროში.