საქართველოს მოქალაქეებისთვის თურქეთთან სახმელეთო და საჰაერო მიმოსვლა აღდგენილია. სარფის საბაჟო-საკონტროლო გამშვებ პუნქტზე გუშინ რამდენიმე ასეულმა მოქალაქემ ვერ შეძლო გადასვლა. თურქეთის და სხვა ქვეყნების მოქალაქეები საზღვარს დაუბრკოლებლად კვეთდნენ. თავისუფალი იყო საავტომობილო მიმოსვლაც, სარფის საბაჟო პუნქტს ყველა ტიპის ტრანსპორტი დაუბრკოლებლად კვეთდა. საზღვრის კვეთა საქართველოს მოქალაქეებისთვის გუშინ, 14 სათისთვის გახდა შესაძლებელი.