ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა დღეს მწვანე კონცხზე. ავარიის შედეგად სამი მამაკაცი დაშავდა.
ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ბრიგადებმა დაშავებულები, სამ კლინიკაში, ''მედ ცენტრში'', რეფერალურ საავადმყოფოსა და საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს.
მედიკოსების განცხადებით, პაციენტებს სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნებოდათ, თუმცა სიცოცხლისთვის შეუსაბამო ტრავმები არ ჰქონდათ.
ბათუმი-ჩაქვის ცენტრალურ გზაზე, გვირაბთან ახლოს, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.