პარლამენტმა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა 

15 ივლისი 2018, 00:00 2597 ნახვა

საქართველოს პარლამენტმა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ნდობა, რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე  გამოუცხადა. 

მთავრობა 101 ხმით დაამტკიცეს. პარლამენტში წარდგენილ მინისტრთა კაბინეტს 12-მა დეპუტატმა მხარი არ დაუჭირა.

სტრუქტურული ცვლილებების შედეგად, მთავრობის შემადგენლობაში 10 სამინისტრო და სახელმწიფო მინისტრის აპარატი იქნება, მანამდე კი, აღნიშნული რაოდენობა 14 იყო. ცვლილებების შედეგად, რამდენიმე უწყება გაერთიანდა.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი – მიხეილ ბატიაშვილი.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – გიორგი ქობულია.

ფინანსთა მინისტრი – ივანე მაჭავარიანი.

შინაგან საქმეთა მინისტრი – გიორგი გახარია.

იუსტიციის მინისტრი – თეა წულუკიანი.

თავდაცვის მინისტრი – ლევან იზორია.

საგარეო საქმეთა მინისტრი – დავით ზალკალიანი.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი – მაია ცქიტიშვილი.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი – ლევან დავითაშვილი.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – დავით სერგეენკო.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი – ქეთევან ციხელაშვილი.

მინისტრთა კაბინეტის გარდა პარლამენტმა, სამთავრობო პროგრამა “თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა” დაამტკიცა.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი