ოკუპირებული  აფხაზეთის მიერ  გამოქვეყნებული  ე.წ შავი სია

14 ივლისი 2018, 00:00 1594 ნახვა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ვეტერანთა კავშირმა დე ფაქტო პარლამენტს ოთხოზორია - ტატუნაშვილის სიის საპასუხოდ 26-კაციანი სია შესთავაზა. ადგილობრივი გამოცემის ცნობით, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ვეტერანთა კავშირმა ოთხოზორია - ტატუნაშვილის სიის საპასუხოდ შედგენილ 26-კაციან სიას „ხიშბა - სიგუას“ სია უწოდა.

დე ფაქტო პარლამენტისადმი გაგზავნილ განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ნაბიჯი, კერძოდ, „ოთხოზორია - ტატუნაშვილის“ სიის შექმნა, დაუსაბუთებელია და არავითარ ფაქტებს არ ეფუძნება. ამასთან,  ე.წ. ვეტერანთა კავშირი მიიჩნევს, რომ „იმ ადამიანებს, რომლებიც „ხიშბა - სიგუას“ სიაში შეიყვანეს, ბრალი მიუძღვით ომის დანაშაულებში, გენოციდსა და ტერორისტულ აქტივობებში“.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი