სკოლები სადაც ახალი სასწავლო წელი პირველკლასელთა გარეშე დაიწყება. ტბეთის, ნაღვარევის, ინწკირვეთის, ტომაშეთისა და ცხემლისის საჯარო სკოლებში არცერთი პირველკლასელი დარეგისტრირებულა.
შუახევის მუნიციპალიტეტის 10 სოფელში კი მხოლოდ თითო-თითო მოსწავლეა რეგისტრირებული. მოსახლეობის მიგრაციას უკავშირებს აღნიშნულს შუახევის რესურსცენტრის უფროსი. მუნიციპალიტეტში სულ 131 პირველკლასელია რეგისტრირებული.