გიორგი ქობულია, მიხეილ ბატიაშვილი, ივანე მაჭავარიანი - გიორგი ბახტაძის განახლებულ მინისტრთა კაბინეტში სამი ახალი სახეა, რომლებიც განათლების, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროებს ჩაიბარებენ.
რაც შეეხება სხვა უწყების ხელმძღვანელებს, პოსტებს მოქმედი მინისტრები ინარჩუნებენ. სამ კვირაში დასახელებული 2 სხვადასხვა მინისტრთა კაბინეტი და ამბიციური რეფორმები, რომელთა განხორციელებას ახალგაზრდა პრემიერი ორ წლის ვადაში გეგმავს.