საპროკურორო საბჭომ მთავარი პროკურორის პოსტზე შალვა თადუმაძის კანდიდატურა შეარჩია

11 ივლისი 2018, 00:00 1763 ნახვა

შალვა თადუმაძე იბრძოლებს  ქვეყნის პირველი პროკურორობისთვის. საპროკურორო საბჭომ დღეს არჩევანი ორ კანდიდატს შორის გააკეთა, რადგანაც შალვა შავგულიძემ მისი კანდიდატურა მოხსნა. შავგულიძე, ოპოზიციასთან ერთად  მედიისთვის  სხდომის იმ ნაწილის გახსნას ითხოვდა,  როცა კანდიდატებთან გასაუბრება დაიწყებოდა. უარის მიღების შემდეგ კი პროცესს გამოეთიშა.

რაც შეეხება შალვა თადუმაძეს, მან საპროკურორო საბჭოს 12-ვე წევრის ხმა მიიღო. კენჭისყრაში მონაწილეობა დღეს იუსტიციის მინისტრს არ მიუღია. რა ნიშნით შეარჩიეს შალვა თადუმაძე, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი და ასევე წლების განმავლობაში მთავრობის საპარლამენტო მდივანი იყო,  რატომ დაუჭირა საბჭომ მას მხარი ერთხმად?

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში