ხადის ხეობაში მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

11 ივლისი 2018, 00:00 1382 ნახვა

ვინ მოკლა სმიტების ოჯახის წევრები? ხადას ხეობაში მომხდარი მკვლელობის საქმის გამოძიებაში ამერიკის გამოძიების ფედერალური ბიურო ჩაერთვება.  მალხაზ კობაურმა დღევანდელ პროცესზე პირველი განცხადება გააკეთა, მისი თქმით, სმიტების ოჯახის წევრები მას არ მოუკლავს, ეს ორმა უცხოელმა ჩაიდინა, რომლებიც მას დაემუქრენ, რომ ოჯახს ამოუწყვეტდნენ. სმიტების ოჯახის 3 წევრის მკვლელობაში ბრალდებულ 19 წლის მწყემს მალხაზ კობაურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. შესაბამისი გადაწყვეტილება მცხეთის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ მიიღო.

პროკურატურა ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდებას, დაცვის მხარე კი დაკავებულის გათავისუფლებას ითხოვდა. ბრალდებულის ადვოკატმა მურმან ნიკოლეიშვილმა აღნიშნა, რომ ბრალდება ერთ ჩვენებაზეა აგებული, რომელიც ბრალდებულს გაურკვეველ ვითარებაში აქვს მიცემული. მალხაზ კობაურს ბრალი ოფიციალურად გუშინ წარედგინა. მას დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ ორი ან მეტი პირის, მათ შორის, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობას ედავებიან.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი