სასაზღვრო პუნქტებში უსაფრთხოების მიზნით დაწესებული შეზღუდვები მოხსნილია. საქართველოს მოქალაქეებს თურქეთის მიმართულებით გადაადგილება შეუფერხებლად შეუძლიათ, უპრობლემოდ კვეთენ სარფის საბაჟოს სხვა ქვეყნის მოქალაქეებიც. შეზღუდვები თურქეთში განვითარებული მოვლენების გამო დაწესდა და დაახლოებით 12 საათის განმავლობაში მოქმედებდა. საქართველო-თურქეთის საზღვარზე დღეს აჭარის მთვარობის თავმჯდომარე იმყოფებოდა.