ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში რიგით მეოთხე სოციალური სახლის მშენებლობა იწყება. 39 ეკომიგრანტი ოჯახისთვის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებისა და სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი უკვე გამოცხადდა. სოციალური სახლის მშენებლობისთვის ბიუჯეტიდან 3 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება. მშენებლობა 2019 წლის დეკემბერში უნდა დასრულდეს.